Monday, January 12, 2015

მარიამ სტიუარტი

მარიამი დაიბადა 1542 წლის 7 ან 8 დეკემბერს ლინლითგოუშიდასავლეთ ლოთიანში (შოტლანდია). იგი შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ის და ფრანგი პრინცესა მარია დე გიზის ქალიშვილი იყო. მარიამი ნაადრევად დაიბადა და მეფე ჯეიმზის ერთადერთი ქალიშვილი იყო.[2] იგი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის დის, მარგარეტ ტიუდორის შვილიშვილი იყო. 14 დეკემბერს, მარიამის დაბადებიდან 6 დღის შემდეგ, გარდაიცვალა მისი მამა, მეფე ჯორჯ V, რომელმაც ვერ გადაიტანა შოტლანდიელების დამამცირებელი მარცხი სოლუეი-მოსესთან და თავისი ორი ვაჟის სიკვდილი[3] (სხვა ვერსიით მან ლაშქრობის დროს მოწამლული წყალი დალია).[4] მარიამის გარდა მეფეს არ ჰყავდა კანონიერი შვილები და იქიდან გამომდინარე, რომ სტიუარტების დინასტიის პირველი მეფის, რობერტ II-ისპირდაპირი შთამომავლებიდან ამ დროისთვის აღარავინ იყო ცოცხალი, მარიამ სტიუარტი შოტლანდიის დედოფლად გამოცხადდა.
პოპულარული ლეგენდა, რომელიც პირველად ჩაიწერა ჯონ ნოქსმა, იუწყება, რომ სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ჯეიმზმა, როცა გაიგო, რომ მისმა ცოლმა ქალიშვილი შვა, ნაღვლიანად წამოიძახა, „ქალით მოვიდა, ქალითვე დასრულდება!“[5] სტიუარტების სახლმაშოტლანდიის ტახტი მიიღო შოტლანდიის მე-6 ლორდ-სტიუარდის, უოლტერ სტიუარტის ქორწინებით მარჯორი ბრიუსზერობერტ ბრიუსის (მოგვიანებით რობერტ I, შოტლანდიის მეფე) ქალიშვილზე. გვირგვინი ჯეიმზის ოჯახმა ქალის მეშვეობით მიიღო და ქალის გამოვე დაკარგავდა მას. ეს ლეგენდარული განცხადება მოგვიანებით მართლაც ახდა, ოღონდ არა მარიამის, არამედ მისი შთამომავლის, დედოფალ ანას დროს.[6]
დაბადებიდან მალევე მარიამი მოინათლა ახლომდებარე წმინდა მიქაელის ეკლესიაში.[7] ხმები გავრცელდა, რომ იგი სუსტი და უსუსური იყო,[8] მაგრამ ინგლისელმა დიპლომატმა, რალფ სადლერმა, როდესაც 1543 წლის მარტში ლინლითგოუს სასახლეში ჩვილი მარიამი იხილა, დაწერა: „it is as goodly a child as I have seen of her age, and as like to live“.[9]
სწორედ მარიამ სტიუარტმა დაამკვიდრა გამოყენებაში დინასტიის სახელის გაფრანგულებული ვერსია Stuart, მანამდე მიღებული Stewart-ის ნაცვლად.

No comments:

Post a Comment